|
2020-08-31 17:33:28, 1811 ნახვა
საზოგადოება
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - გვინდოდა ტექნიკური ინფორმაციის მიღება, თუმცა ავტომობილს არ ჰქონდა მაღალი რანგის კომპიუტერული მახსოვრობა
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ბაჩალიაშვილს ავტომობილს არ ჰქონდა ისეთი რანგის კომპიუტერული მახსოვრობა, რომლითაც ტექნიკურ ინფორმაციას ბოლომდე მივიღებდით. როგორც მან ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ავტომობილის უკანა მხარეს თმა ამოიღეს, რომელიც დალუქულია. „ავტომობილის გასაღებზე მეხსიერების ბარათი არ არის, რამაც მამის მხრიდან აღშფოთება გამოიწვია იმიტომ, რომ წინა დღეზეც ჰქონდა გასაღებზე მეხსიერების ბარათი. უკანა მხარეს აღმოვაჩინეთ თმა, სადაც ცხედარი იყო აღმოჩენილი, ეს თმა ამოვიღეთ და დაილუქა. ამ ავტომობილს არ გააჩნია იმის მონაცემები, რომ დადგინდეს რამდენი ხანი იდგა. ჩვენ გვინდოდა ტექნიკური ინფორმაციის მიღება კომპიუტერიდან, მაგრამ ამ ავტომობილს არ ჰქონდა ისეთი რანგის კომპიუტერი, რომლითაც ინფორმაციას ბოლომდე მივიღებდით. ავტომობილს არ ჰქონდა კომპიუტერულ მონაცემთა ბაზა. შესაბამისად, ვნახეთ, რომ კონდიციონერი იყო გამორთული, რაც ძალიან დიდ ეჭვს ბადებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ავტომობილი თავისით არ ახორციელებდა გადაადგილებას, ეს იყო გაჩერებული ავტომობილი, გამორთული იყო ყველაფერი და ფანჯრებიც იყო დაკეტილი. ასევე, ავტომობილს დაზიანებული აქვს წინა მხარე და არ ვიცით, რამდენად შეეძლო გადაადგილება. ამ ყველაფერზე პასუხს გაგვცემს ექსპერტიზა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
Facebook-მა ქართული საგამოძიებო მედია პლატფორმის, Studio Monitor-ის გვერდი წაშალა
თევზეული 18.2%-ით, ხორცი 9.2%-ით, პური 8.1%-ით გაძვირდა - წლიური ინფლაცია 5.5%-ია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)