|
2020-08-31 14:58:28, 1923 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდაზე სულხან-საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მთაწმინდის ქ. N4-ში, სულხან-საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, 1800 კვ. მ ფართობზე საბავშვო ზონები განთავსდება. მოეწყობა დეკორატიული შადრევანი, საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა. სრულად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სიტემა. ტერიტორიაზე საპარკე სკამები და ურნები დამონტაჟდება. სკვერში მწვანე საფარი სრულად შენარჩუნდება. ასევე, ახალი ნარგავები გაშენდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ დაათვალიერა. „სულხან-საბას სახელობის სკვერი ისტორიული ადგილმდებარეობისაა და რეკრეაციული სივრცეების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. რაც მთავარია, ის ყველა თაობის ადამიანისთვის საყვარელი დასასვენებელი სივრცე გახდება და ქალაქს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სკვერი შეემატება. სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. მიმდინარე სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 688 737 ლარია გამოყოფილი.
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
Facebook-მა ქართული საგამოძიებო მედია პლატფორმის, Studio Monitor-ის გვერდი წაშალა
თევზეული 18.2%-ით, ხორცი 9.2%-ით, პური 8.1%-ით გაძვირდა - წლიური ინფლაცია 5.5%-ია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)