|
2020-08-30 16:33:01, 4464 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რეგიონებში COVID-19– ის გავლენის შესამცირებლად, ჯანმოს და ევროკავშირის მხარდაჭერით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ტრენინგები ჩატარდა
Covid-19-ის პანდემიასთან ეფექტურად რეაგირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ცენტრის 140 სპეციალისტი გადამზადდა. მედპერსონალმა სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOPs) სპეციალური კურსი გაიარეს, რომლის დახმარებითაც ინფექციის გავრცელების პრევენციასა და პირადი უსაფრთხოების დაცვას უკეთ შეძლებენ. საერთაშორისო პროგრამის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგები სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეგიონალურ ოფისებში, ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა. პროექტის პარტნიორებმა მკაფიო და პრაქტიკული ინსტრუქციები შეიმუშავეს, რათა სასწრაფო დახმარების ექიმებმა, ექთნებმა და მძღოლებმა კრიტიკულ სიტუაციაში პაციენტებისთვის სათანადო დახმარების გაწევა და ინფექციის პრევენცია უსაფრთხოდ და ეფექტურად შეძლონ. ასევე შემუშავდა სპეციალური პროტოკოლი, რომელიც COVID-19–ის ინფექციის საფრთხის ქვეშ მყოფ ჯანდაცვის მუშაკთა რისკებს შეაფასებს. „პაციენტები ხშირად, 112-ზე დარეკვისას ინფექციისთვის მახასიათებელ ზუსტ სიმპტომებს მალავენ, რაც სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკს ზრდის. ამიტომაც სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. აღნიშნული ტრენინგები კი გვასწავლის კოვიდ -19-ის პანდემიის პირობებში, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს ექიმი, ექთანი და მძღოლი, რომ საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა დაიცვას. სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების პრევენცია ვირუსის ბევრად უფრო მასშტაბურ გავრცელებას გვარიდებს თავიდან”- აღნიშნა ილია ბესალაშვილმა, კასპის სასწრაფო დახმარების მენეჯერმა. ტრენინგებზე გადამზადებული 140 სამედიცინო მუშაკი მიღებულ ინფორმაციას კოლეგებს - 7000-ზე მეტ სპეციალისტს, სოფლის ექიმებს, სასწრაფო დახმარების ჯგუფებსა და მთელ მედპერსონალს გაუზიარებს. ”კოვიდთან ბრძოლის პირველ ეტაპზე, უსაფრთხოების შესახებ მსოფლიოში საკმაოდ მწირი ინფორმაცია იყო, შესაბამისად გვქონდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრების დაინფიცირების შემთხვევებიც. თანამშრომელთა ნაწილი დაინფიცირდა, ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა, რამაც დამატებითი ეკიპაჟების მობილიზება გახადა საჭირო. დღეს უკვე შესაბამისი ცოდნისა და აღჭურვილობის წყალობით, გაწერილი გაიდლაინებით, გვაქვს საშუალება მაქსიმალურად დავიცვათ თავი დაინფიცირებისგან. ეს ტრენინგებიც ამ მიმართულებით ძალიან გვეხმარება” - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორმა ვასილ დავითაშვილმა. ”პოსტ კრიზისულ პერიოდში, როდესაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ყველა ძალისხმევა ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ უნდა მიიმართოს .” - განაცხადა საქართველოში ჯანმო-ს წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ. მისივე თქმით, ”ჯანდაცვის მუშაკების - ფრონტის ხაზზე მყოფი ადამიანების დაცვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათ შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოხარული ვართ, რომ ტრენინგის მონაწილეებმა თეორიული ცოდნასთან ერთად პირადი დამცავი აღჭურვილობის სწორად გამოყენების უნარებიც შეიძინეს.” პროგრამის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ პირველ ეტაპზე, COVID-19 - თან ბრძოლაში ჯანმოს და ევროკავშირის ძალისხმევა მიმართული იყო ჯანდაცვის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებებით უზრუნველყოფისკენ და ითვალისწინებდა PPE- ების ტვირთის მიწოდებას (1.5 მილიონზე მეტი საქონელი) წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალისა და ლაბორატორიის მუშაკებისთვის. ასევე Covid-19-ზე ზედამხედველობის და კონტროლის ეროვნული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით ჩატარდა მოსახლეობის ცოდნის, დამოკიდებულებისა და ქცევების კვლევა. პროექტის დაფინანსება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 400 მილიონი ევროს (დაახლ. 1.5 მილიარდი ლარი) ნაწილია, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ევროკავშირმა COVID-19 პანდემიასთან საბრძოლველად, მსოფლიოს მასშტაბით €15 მილიარდ ევროზე მეტი გაიღო. საკონტაქტო: ეკა ლომიძე, კოვიდის მიმართულების მედია-ასისტენტი - ekalomi@gmail. com 551 15 0773
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
Facebook-მა ქართული საგამოძიებო მედია პლატფორმის, Studio Monitor-ის გვერდი წაშალა
თევზეული 18.2%-ით, ხორცი 9.2%-ით, პური 8.1%-ით გაძვირდა - წლიური ინფლაცია 5.5%-ია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)