12:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-29 14:36:56, 7107 ნახვა

მსოფლიო
BBC - ამაზონის ჯუნგლებში ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის

ბრაზილიაში, ამაზონის ჯუნგლებში ლონდონზე ათჯერ დიდი ზომის ტერიტორია იწვის.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხანძრის არსებობის ფაქტს ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო არ ადასტურებს და ამბობს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

ბოლსონაროს თქმით, ეს მისი მტრების მიერ გავრცელებული სიცრუეა.

ჯუნგლებში ცეცხლი რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა და 1 600-ზე მეტი კერა მოიცვა, ეს კი გასული წლის ამავე მონაკვეთთან შედარებით 3-ჯერ მეტია.

ბრაზილიელი მეცნიერის, კარლოს ნობრეს თქმით, წელს ტყის ხანძრებში ორი მთავარი საკითხი დგება: პირველი ის არის, რომ წლევანდელი სეზონი ჩვეულებრივზე უფრო მშრალია, ხოლო მეორე - გაჩეხილი ტყეებია, რომელსაც ხანძრის გაჩაღება შეუძლია.

2020 წლის პირველ შვიდი თვის განმავლობაში, ბრაზილიაში ამაზონის 13,000 კმ-ზე მეტი (5,019 კვ.მ.) ფართობის მქონე ტერიტორია დაიწვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics