|
2020-08-29 10:23:37, 3855 ნახვა
საზოგადოება
ქალთა მიმართ ან/და ოჯახში მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2020 წლის 27 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლების მონაწილეობით „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის შესახებ“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. განხილვის თემას წარმოადგენდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის საფუძველზეც, 2020 წლის 1 სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი იქნება მოძალადის მიმართ დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა. სიახლის თანახმად, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის და მსხვერპლის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. აღნიშნულის შედეგად, მოძალადის მიერ მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიასთან მიახლოების კონტროლი განხორციელდება GPS სისტემის მეშვეობით. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის და ტერიტორიული დანაყოფების თანამშრომლების მიერ განხილული იქნა ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სამართლებრივი საფუძვლები და რეგულაცია, რისკის შეფასების ინსტრუმენტში განხორციელებული ცვლილებები, ელექტრონული მოწყობილობის ფუნქციონირების პრინციპები, ტექნიკური მახასიათებლები, ექსპლუატაციის წესი. აღსანიშნავია, რომ კანონის ამოქმედებამდე, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ - UN WOMEN-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული მოწყობილობა (სამაჯური) და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, UN WOMEN-თან, ფონდი Humanfoc-თან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გაგრძელდება ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სწავლების ორგანიზება და ბეჭდური მასალის დამზადება. აღსანიშნავია, რომ ოჯახში/ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და სამინისტროს მხრიდან ეტაპობრივად ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ტარდება.
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
Facebook-მა ქართული საგამოძიებო მედია პლატფორმის, Studio Monitor-ის გვერდი წაშალა
თევზეული 18.2%-ით, ხორცი 9.2%-ით, პური 8.1%-ით გაძვირდა - წლიური ინფლაცია 5.5%-ია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)