11:11 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-28 14:36:55, 7536 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანის რეჟიმის კრიტიკოსი უფლებამდაცველი შიმშილობის შედეგად გარდაიცვალა - ვიდეო

თურქი უფლებადამცველი და ადვოკატი, ებრუ თიმთიქი, შიმშილობის 238-ე დღეს საავადმყოფოში დაიღუპა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ერდოღანის რეჟიმის მიერ დაკავებული უფლებადამცველი სამართლიან სასამართლოს ითხოვდა.

სტამბულის ცენტრში ადვოკატთა ასოციაციის წინ, იურისტები და მოქალაქეები იკრიბებიან და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ. აქციაზე ისინი სკანდირებენ "ებრუ თიმთიქი უკვდავია".
თურქეთში ცნობილი ადვოკატის ჩიგდემ აკბულტის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლებამ მოკლა ადვოკატი, რომელიც მოქალაქეების დაცვას მუდმივად ცდილობდა.

პროგრესული ადვოკატების ასოციაციის (ÇHD) სასამართლო პროცესის დროს, 2019 წლის მარტში, თიმთიქს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს "ტერორიზმთან დაკავშირებული" დანაშაულისთვის. ეს ბრალდება მოწმის განცხადების საფუძველზე გამოუტანეს, თუმცა, მოწმემ მოგვიანებით თქვა, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო, ჩვენება არ უნდა გაეთვალისწინებინათ.
ხალხი იკრიბება გარდაცვლილი უფლებამდაცველის სახლთანაც.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics