|
2020-08-28 13:17:21, 3756 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი - გვახსოვდეს, მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი
გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჩვენი პირველი და მთავარი თვისება არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს ვინახავთ ბოროტებას გულში. „გილოცავთ ამ დღეს, მარიამობას. ჩვენ ურთულეს დროს ვცხოვრობთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი და მთავარი თვისება არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს ვინახავთ ბოროტებას გულში. ბოროტება აზიანებს ადამიანს, ბოროტებას მოაქვს დიდი ნაკლი ადამიანისათვის. სიონი და თბილისელები არიან, როგორც დედა-შვილნი. თბილისი არის შვილი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა სიონისა. უნდა ითქვას, რომ თბილისი და სიონი თანატოლები არიან. არ უნდა გაგიტყდეს გული, როცა ნახავ, რაღაც უსამართლობას. ქართველი ადამიანი მოწყალეა. დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რა არის ჩვენი სამშობლოს მომავალი. გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი. ნუ შეგეშინდებათ, როცა ხედავთ გაჭირვებას ხალხისას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს კიდევ ერთი რამ, რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისთვის. ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული სხვა ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში, ადამიანი ბედნიერია. იყავით ბედნიერები, იყავით გახარებული, სიხარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ, ყოველთა. ჯვარი გეწეროთ. ჩვენთან არს ღმერთი“, - ბრძანა პატრიარქმა.
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
Facebook-მა ქართული საგამოძიებო მედია პლატფორმის, Studio Monitor-ის გვერდი წაშალა
თევზეული 18.2%-ით, ხორცი 9.2%-ით, პური 8.1%-ით გაძვირდა - წლიური ინფლაცია 5.5%-ია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)