|
2020-08-28 12:13:53, 3835 ნახვა
საზოგადოება
ახალი საგანმანათლებლო რესურსები ბუნებრივი კატასტროფების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ“ პროექტის ფარგლებში, ორდღიანი, შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შვიდწლიანი პროგრამისთვის შერჩეული ყველაზე მოწყვლადი ათი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის, პროექტის ფარგლებში, შემუშავდა კატასტროფის რისკის შემცირების ძირითადი საფუძვლების შესახებ საგანმანათლებლო რესურსები, რომელთა წარდგენა და განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან მოხდა. შეხვედრას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელები, აღმზრდელები, საჯარო სკოლის დირექტორები, სამოქალაქო განათლებისა და გეოგრაფიის მასწავლებლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე კატასტროფის რისკის შემცირების განმსაზღვრელი ფაქტორები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შვიდ საფრთხეზე, კერძოდ, გვალვა, სეტყვა, წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, ხანძარი და ძლიერი ქარი. პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ საქართველოს და შვედეთის მთავრობების, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს.
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
Facebook-მა ქართული საგამოძიებო მედია პლატფორმის, Studio Monitor-ის გვერდი წაშალა
თევზეული 18.2%-ით, ხორცი 9.2%-ით, პური 8.1%-ით გაძვირდა - წლიური ინფლაცია 5.5%-ია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)