|
2020-08-27 18:48:42, 4174 ნახვა
საზოგადოება
წმინდა ბარბარეს უბანში სკვერი მოეწყო
სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში სკვერებსა და დასასვენებელ სივრცეებს აწყობს. კიდევ ერთი სკვერი წმინდა ბარბარეს უბანში გაიხსნა. ახალი დასასვენებელი სივრცე სამგორის რაიონის გამგებელის მოადგილე სოსო ბურდულაძემ დაათვალიერა. წმინდა ბარბარეს უბნის N135-ის მიმდებარედ, ახალ სკვერში განთავსდა საბავშვო მოედანი სხვადასხვა ტიპის ატრაქციონით, საბაღე და საქანელა სკამები, ურნები, დასასვენებელი პავილიონი და ფიტნეს ზონა. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, დაირგო ხეები და ბალახი. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, საბავშვო მოედანზე კაუჩუკის საფარი მოიხატა, ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა და მოეწყო გარე განათების სისტემა. პროექტის ღირებულება 104 472 ლარია. სამუშაოები, სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „ჩვენი ჯგუფი“ შეასრულა. სამგორის გამგეობამ ქვემო სამგორში მიმდინარე წელს შემდეგ მისამართებზე ცხრა სკვერი მოაწყო: ოცხელების ქ. N30; ქინძმარაულის მეორე შესახვევის N9; წმინდა ბარბარეს უბნის N123; წმ. ბარბარეს უბნის N135; ქინძმარაულის შესახვევი N10; ბაბუციძის ქ. N12; ნაკადულის ქ. N2ა; მოსკოვის გამზირის მე-4 კვარტალი, N3, 6, 7; ჭიჭინაძის ქ. N1.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)