|
2020-08-27 12:18:09, 1538 ნახვა
საზოგადოება
პენსიების გაცემა ყოველი თვის პირველი რიხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიის გაცემა ყოველი თვის პირველი რიხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, შემცირდეს მობილობა მაღალი რისკის შემცველ ჯგუფებში და არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. „მოგეხსენებათ და ყველამ კარგად ვიცით, რომ მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგის მიხედვით, რა თქმა უნდა, ყველა პენსიორს ეცოდინება თავისი განრიგი. ამას უზრუნველყოფს ბანკი, არანაირი ტექნიკური შეფერხება და ტექნიკური პრობლემა არ იქნება. შესაბამისად, მთავარი შედეგი უნდა მივიღოთ ის, რომ მობილობა, რიგები დაეცეს და პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა ერთ დღეს,მთელი საქართველოს მასშტაბით ყველამ მიიღოს პენსია, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად, მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)