01:57 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-21 15:11:38, 4175 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა მდინარაძე - ვიდრე ოკუპაცია გრძელდება, რუსეთთან დიმპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ იქნება

როდესაც ოკუპანტი მხარის, ანუ რუსეთის ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელი რანგისაც არ უნდა იყოს, საუბრობს დიპლამიტიურ ურთიერთობებზე, ურთიებობების ნორმალიზაციაზე, აქ საქართველოს აქვს პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება, ვიდრე ოკუპაცია გრძელდება ამ ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე რუსეთის საგარეო უწყების მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას.

მისივე თქმით, რუსეთმა ჯერ უნდა შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს პოზიცია რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ურყევი იქნება.

„როდესაც ოკუპანტი მხარის ანუ რუსეთის ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელი რანგისაც არ უნდა იყოს, საუბრობს დიპლამიტიურ ურთიერთობებზე, ურთიებობების ნორმალიზაციაზე, აქ საქართველოს აქვს პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება, ვიდრე ოკუპაცია გრძელდება ამ ქვეყანაში. ეს პოზიცია გახლავთ შემდეგი, რუსეთმა ჯერ უნდა შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები და ამის შემდეგ ვისაუბროთ ურთიერთობის ნორმალიზაციაზე და ასე შემდეგ. ვიდრე ისინი განაგრძობენ ადამიანების გატაცებას იმ ტერიტორიებიდან, სადაც ყველაზე რთულად გვაქვს საქმე ამ მიმართულებით, განაგრძობენ ბორდერიზაციას იქ, სადაც მათ მონიშნული აქვთ წითელი ხაზებით, ოკუპაციასა და ადამიანის უფლებების დარღვევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მანამდე საქართველოს ექნება მყარი პოზიცია და ვერანაირ დიპოლომატიურ ურთიერთობებზე და მის აღდგენაზე ვერ ილაპარაკებს, ეს გამორიცხულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics