17:54 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 13:01:39, 1006 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ვ.ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს ყაჩაღურად თავს დაესხა, ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა, თუმცა თანხის წაღებას ვერ შეძლო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics