22:39 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-19 16:00:07, 1594 ნახვა

რეგიონი
აჭარაში თხილის მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია

წელს ადგილობრივი ფერმერები 5 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან, რაც, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მეთხილე ფერმერებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე შეხვდნენ და მოსავლის აღება-დაბინავების საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე ფერმერებმა აღნიშნეს, წლევანდელი ხარისხიანი და ჭარბი მოსავალი მავნებლების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის შედეგია.

„ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფერმერების მიერ ერთობლივად გატარებული სამუშაოების შედეგად, წელს ქვეყანაში 50 000 ტონაზე მეტ თხილის მოსავალს ველოდებით. აღსანიშნავია, რომ მოსავლის ხარისხი გაცილებით მაღალია. ფერმერები ასრულებენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ არის შემუშავებული. ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის გამართული მუშაობა შესაძლებლობას გვაძლევს, ქართული თხილი კონკურენტუნარიანი იყოს“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

„თხილის წარმოების გამართული ჯაჭვი არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა. მეთხილე ფერმერები ღებულობენ შესაბამის ანაზღაურებას, რაც იმის გარანტიაა, რომ გაიზარდოს ინტერესი, ფერმერმა მოიყვანოს მაღალხარისხიანი პროდუქცია, იზრუნოს მოსავლიანობის ზრდაზე და იყოს წარმატებული“, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

აღსანიშნავია, რომ მეთხილეობის დარგის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მეთხილე ფერმერებს 2500 ერთეული ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატი თანადაფინანსების პრინციპით გადასცა, ამავდროულად, 2000 ჰა ფართობზე ჩატარდა აგრარული ექსტენცია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics