|
2020-08-19 11:12:51, 2736 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალი: მომდევნო თვეებში ეკონომიკის ვარდნის ტემპი შემცირდება
„თიბისი“ კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის მთავარი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებია მიმოხილული. მიმოხილვაში ნათქვამია, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მასშტაბით ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა, ვაქცინის მხრივ მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვანია. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის ბოლოსათვის ვაქცინას დაამტკიცებენ და მომდევნო წლის დასაწყისიდან ის ეტაპობრივად ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება. წლევანდელი და მომდევნო წლის ტურიზმის პროგნოზები გაუარესებულია, თუმცა გაუმჯობესებულია მოლოდინები ექსპორტის, გზავნილებისა და იმპორტის მიმართულებით. მთლიანობაში, მომდევნო თვეებში ეკონომიკის ვარდნის ტემპი კიდევ უნდა შემცირდეს, რაშიც უფრო მეტ როლს საგარეო დაფინანსებით გაზრდილი ფისკალური სტიმული შეასრულებს. ფისკალური სტიმული მომდევნო წელსაც მნიშვნელოვანი იქნება, სანამ მე-2 კვარტლის ბოლოს და მე-3 კვარტლის დასაწყისში ტურიზმის შემოდინებები მატერიალურად არ აღდგება. საბაზო სცენარით, რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი შემცირება მოსალოდნელია, თუმცა მხოლოდ ზომიერად. ასევე, მცირდება წლიური ინფლაცია, რასაც ძირითადად წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტი და ლარის გაცვლითი კურსის დაახლოებით არსებულ დონეზე შენარჩუნება განაპირობებს. იხილეთ უფრო მეტი: tbccapital.ge
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)