15:34 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-18 11:17:23, 16659 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან ერთი ლენჯერს, ერთი ქობულეთს უკავშირდება, ერთი შემთხვევა ინფიცირებულთან კონტაქტს განეკუთვნება, ოთხი შემოტანილია, ხოლო ერთი სამედიცინო პერსონალია.

„გუშინდელი მონაცემებით ქვეყანაში გახლდათ 1341 დადასტურებული შემთხვევა და დღეს დაგვემატა ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა. 18 აგვისტოს მონაცემებით საერთო ჯამში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1351-ს შეადგენს. ახალი შემთხვევების კონფიგურაცია ასეთი გახლავთ. 1 პაციენტის წყარო ლენჯერია, მეორე პაციენტის წყარო ბუნგალო „ჰავანაა“, კიდევ ერთ პაციენტს დადასტურებულ შემთხვევასთან ჰქონდა კონტაქტი, 4 პაციენტის შემთხვევაში იმპორტირებულია და აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. კიდევ 1 გახლავთ სამედიცინო პერსონალი და ორი პაციენტის კონტაქტების მოკვლევა გრძელდება წყაროს დადგენის თვალსაზრისით. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მხოლოდ 6-ით გაიზარდა და ამ დროისთვის შეადგენს 1098. გვყავს 6 კრიტიკული პაციენტი, მძიმეთა სიაში პაციენტების რაოდენობა გახლავთ 23“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics