|
2020-08-18 10:47:22, 1009 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის IV მიკრორაიონში სკვერი მოეწყო
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის IV მიკრორაიონის V კორპუსის მიმდებარედ ავტოსადგომად გადაქცეულ ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო. დასასვენებელი სივრცის ფართობი 2 215 კვ.მ-ია. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონი, მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ბალახის საფარი, ბორდიური და საპარკე ინფრასტრუქტურა. ასევე, შესრულდა გამწვანების სამუშაოები და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ახალი სკვერი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. „ამ ტერიტორიაზე, რომელიც ავტოსადგომად იყო გადაქცეული, მხოლოდ ძველ, ამორტიზებულ ატრაქციონებს ნახავდით. საერთოდ არ არსებობდა საპარკე ინფრასტრუქტურა. ავტოსადგომის ნაცვლად, ახალი დასასვენებელი სივრცე მოვაწყეთ, რომელიც ბავშვებისთვისაც არის განკუთვნილი და უფროსებისთვისაც. კეთილმოწყობილი სკვერით რამდენიმე კორპუსის მოსახლეობა ისარგებლებს. სწორედ ადგილობრივი მცხოვრებლების ჩართულობით განხორციელდა აღნიშნული პროექტი“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 217 546 ლარი დახარჯა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)