|
2020-08-17 15:21:46, 1175 ნახვა
ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, სათამაშოების მწარმოებელი საწარმო გაფართოებას შეძლებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სოციალური საწარმო „კოდალა" გაფართოვდება. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, კომპანია ახალ საწარმო ფართში გადასვლას,წარმოების გადაიარაღებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეძლებს. „კოდალა" 200-მდე ეკოლოგიურად სუფთა ხის ასაწყობ სათამაშოს აწარმოებს, რომლებიც ბავშვს წარმოსახვისა და მეხსიერების განვითარებაში უწყობს ხელს. ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა გერმანული წარმოების საღებავებითა და ლაქით რაც სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის. კომპანიის ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების რეალიზაცია ხდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, სააგენტოს მხარდაჭერით პროდუქციის ექსპორტი გერმანიაში ხორციელდება. ქართველ მომხმარებელს სათამაშოების შეძენა შემდეგ ჰიპერმარკეტულ ქსელებში შეუძლია: სუპერი, გუდვილი, აგროჰაბი და ნიკორა. აღსანიშნავია, რომ საწარმოში ჯამურად 20 ადამიანია დასაქმებული, აქედან 14 შშმ პირი, ხოლო გაფართოების შედეგად დამატებით 5 ადამიანი დასაქმდება. აღნიშნული საწარმო თბილისში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)