|
2015-09-10 11:02:56, 769 ნახვა
სამართალი
თვითმხილველების ინფორმაციით, ბათუმში, მკვლელობამდე მომხდარი ჩხუბის დროს გამოძახებული პატრული ადგილზე არ მივიდა
თვითმხილველების ინფორმაციით, ბათუმში, მკვლელობამდე 20 წუთის განმავლობაში სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც ადგილობრივები „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირების დროს, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, ისინი ადგილზე არ მისულან. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრში პოლიციის განყოფილებაა. აქვე, ადგილობრივები „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებენ, რომ დასახლებაში პატრულირება აღარ ხდება და გახშირებულია ჩხუბის შემთხვევები. იმავე დასახლებაში, ახალ აშენებულ კორპუსებში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოული ტურისტები ისვენებენ. შეგახსენებთ, ბათუმში გვიან ღამე ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე ორივე ახალგაზრდა - მ.შეროზია და მ.მუპუტაძე სტუმრად იმყოფებოდნენ. ისინი დაახლებით ღამის 02:00 საათზე ქუჩაში გაიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შელაპარაკება გოგოს მოტაცების გამო მოხდა. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, რამდენიმე გასროლის ხმა იყო. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. „ექსპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას ცდილობს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)