|
2020-08-15 12:04:18, 1202 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: „Fitch"-ის მიერ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობას
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო „Fitch"-მა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB" დონეზე უცვლელად დატოვების შესახებ. უცვლელია ასევე რეიტინგის პერსპექტივაც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, აღნიშნული ნათლად ასახავს სააგენტოს პოზიტიურ დამოკიდებულებას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, ინსტიტუციების და მმართველობის მიმართ. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მხარდაჭერილია „BB" კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი, ინსტიტუციური სიძლიერით და მმართველობის მაღალი ხარისხით. „სააგენტო დადებითად აფასებს საქართველოს მიერ წარმოებულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის თანამიმდევრულობა და საიმედოობა ხელს უწყობს ქვეყნის მდგრადობას შოკების მიმართ. ეს შეფასება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ წინა შეფასების შემდეგ, რომელიც აპრილში განხორციელდა, პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე, სააგენტომ გააუარესა არაერთი, მათ შორის წამყვანი ეკონომიკის პერსპექტივა ან შეამცირა საკრედიტო რეიტინგი," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)