|
2020-08-15 11:41:24, 1302 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად - „BB" დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის
„მნიშვნელოვანია ის ფაქტორები, რომელსაც სარეიტინგო კომპანია „Fitch"-ი უსვამს ხაზს - ეს არის მაკროეკონომიკური მართვის მაღალი დონე, რომელმაც რეალურად განაპირობა ჩვენი რეიტინგის შენარჩუნება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ „Fitch"-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მაშინ, როდესაც გლობალური გამოწვევების გამო მსოფლიოში მოსალოდნელია საკრედიტო რეიტინგების გაუარესება, სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად - „BB" დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის. „პანდემიის ეკონომიკისა და გლობალურ ეკონომიკებში პრობლემების ფონზე, მსოფლიოში მოსალოდნელია საკრედიტო რეიტინგების გაუარესება, თუმცა საკრედიტო კომპანია „Fitch"-მა შეაფასა საქართველოს ეკონომიკა და შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე. ესაა მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ, დაახლოებით, ერთი წლის წინ მივიღეთ და ეს მაჩვენებელი დღეს შეგვინარჩუნდა. ბუნებრივია, ეს არის დამატებითი სიგნალი ინვესტორებისთვის, კონკრეტულად, ანგარიშის ის ნაწილი, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოში მაკროეკონომიკური მმართველობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა მაღალ დონეზეა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)