|
2020-08-14 20:50:17, 1185 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მცხოვრები ბელარუსის მოქალაქეები მესამე დღეა აქციას მართავენ - აქციას მოძრაობა „სირცხვიალია“ შეუერთდა
რუსთაველის გამზირზე ბელარუსში მიმდინარე მოვლენების კიდევ ერთი მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ბელარუსის მოქალაქეები მესამე დღეა აქციას მართავენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მშვიდობიან აქციაში ბელარუსის და საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ. აქციას მოძრაობა „სირცხვილიაც“ შეუერთდა. მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ბელარუს ხალხს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართული დემონსტრაციების ფონზე დაკავებულ პირთა გათავისუფლებას ითხოვენ. ევროკავშირის გაფრთხილების და პატიმრების არ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლო სანქციების დაწესებაზე საუბრის შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო. გათავისუფლებულები პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ცემის ფაქტებზე ყვებიან. აქციებზე 7000-მდე ადამიანი დააპატიმრეს. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტოს განცხადებით, საავადმყოფოებში აქციებზე დაშავებულთა რიცხვი 200-ს აღწევს. მე-5 დღეა ბელორუსში აქციები მიმდინარეობს, ხელისუფლების წინააღმდეგ მუშები, ექიმები და სამმართალდამცავებიც გაიფიცნენ. პარალიზებულია დღემდე საავტომობილო ქარხნები, მუშაობის გაგრძელება უჭირს სხვა მნიშნველოვან პუქნტებსაც. თანამდებობები ასევე დატოვეს, ლუკაშენკოს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და სახელმწიფო არხების წამყვანებმა და ჟურნალისტებმა. მინსკში მე-5 დღეა ბარიკადების დასაშლელად მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, იყენებ რეზინის ტყვიებს, ცრემსადენ გაზს და წყლის ჭავლებს.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)