|
2020-08-14 13:37:07, 969 ნახვა
რეგიონი
აჭარაში იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც ბავშვებში ტყვიის შემცველობის შემცირებას ისახავს მიზნად
ბათუმში ტყვიის პროექტის - ,,მიღწევები და პერსპექტივები" პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას აჭარის რეგიონში ბავშვებში ტყვიის შემცველობის ნაკლებობით არსებულ გამოწვევაზე და მისი გადაჭრის სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება. ,,აჭარაში ტყვიის შემცველობა, განსაკუთრებით ბავშვებში, არის დასაშვებ ნორმაზე მაღალი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ყველაფერზე მომხდარიყო მყისიერი რეაგირება. როცა საქმე ეხება ბავშვებს, მომავალ თაობას, ჩვენი ყველას მოვალეობაა, ამ ყველაფერზე გვქონდეს ადექვატური რეაქცია. აჭარაში იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც 2-7 წლამდე ბავშვებში ტყვიის შემცველობის შემცირებას ისახავს მიზნად. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრის, UNICEF-ის და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით იწყებს საპილოტე პროექტს. წელს აჭარის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ შესაბამისი რესურსი, რომელიც დაგვეხმარება დავიწყოთ სიღრმისეული კვლევები. პირველი სამიზნე ჯგუფი გახლავთ ორსული ქალბატონები. მიხარია, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო იქნება ერთ-ერთი პირველი უწყება, რომელიც ძალიან მყისიერად დაიწყებს ამ გამოწვევასთან ბრძოლას" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 2019 წელს გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში (2-7 წლის ასაკის ბავშვები) საქართველოში ბავშვების 41 %-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე აღმოაჩნდა. მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრები ბავშვების სისხლში. ამ პრობლემის გადასაჭრელად შემუშავდა ეტაპობრივი სტრატეგია, გაეროს ბავშვთა ფონდი ტყვიით დაბინძურების შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად აჭარის მთავრობასთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობს. 2020 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას განახორციელებს, რომელიც ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას უზრუნველყოფს. კონფერენციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, აჭარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს და ესტონეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)