|
2020-08-11 11:08:45, 11934 ნახვა
ომი უკრაინაში
კოვიდ19-ის 14 ახალი შემთხვევიდან ორი გაჩიანიდანაა, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო სამი შემოტანილი შემთხვევაა
კოვიდ19-ის 14 ახალი შემთხვევიდან ორი გაჩიანიდანაა, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო სამი შემოტანილი შემთხვევაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მანვე ისაუბრა ბოლო 24 საათში 44 გამოჯანმრთელებულ პაციენტზე და აღნიშნა, რომ მათი უმრავლესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროებია. „დაგვემატა 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან ორი არის გაჩიანიდან, 9 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და სამი შემოტანილი შემთხვევაა. ამ სამიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. გამოჯანმრთელდა 44 პირი. აქედან უმეტესი, ნახევარზე მეტი გახლავთ ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები. დადასტურებულისა და გამოჯანმრთელებულების შეჯერებით დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში მკურნალობს 194 პაციენტი. აქედან 8 არის კრიტიკული, 14 არის მძიმე მიმდინარეობით პაციენტები. დანარჩენი პაციენტების 80% საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)