20:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-10 14:20:29, 1081 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ენზელ მკოიანის მიმართ მუქარისა და ფულის გამოძალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ​ენზელ მკოიანის ადვოკატის განცხადებით, მკოიანის მიმართ მუქარისა და ფულის გამოძალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

მისივე თქმით, ფაქტზე უკვე მიმართეს პროკურატურას, მაგრამ მათი განცხადება რატომღაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ განყოფილებაში აღმოჩნდა.

„ბატონ ენზელ მკოიანს დაურეკეს თავის ტელეფონზე, მესენჯერის საშუალებით განხორციელდა ზარი. პიროვნება საუბრობდა რუსულ ენაზე. მოუწოდებდა მკოიანს, რომ პოლიტიკას ჩამოშორებოდა, თორემ მას წაართმევდნენ მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს. 4 დღის შემდეგ კიდევ დაუკავშირდნენ და ფულის გამოძალვაზე გადავიდნენ. უკვე მივმართეთ პროკურატურას, მაგრამ ეს განცხადება სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ განყოფილებაში აღმოჩნდა“, - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics