|
2015-09-09 09:37:38, 696 ნახვა
სამართალი
შსს-მ 1 კილოზე მეტი თხევადი კოკაინი და 1 კილო და 220 გრამი კოკაინის ფხვნილი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 კილოზე მეტი თხევადი კოკაინი და 1 კილო და 220 გრამი კოკაინის ფხვნილი ამოიღო. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული. „შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ, მის მიერ გამოვლენილი ნარკოტრანზიტის მარშრუტის გავლით საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის მორიგი ფაქტები აღკვეთა. აღნიშნულმა განყოფილებამ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, კოლუმბიის რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული დელია ქსიომარა რ. და ბრაზილიის ფედერაციის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული პრისილა სილვა ლ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა სან პაულოდან დუბაის გავლით, დუბაი-თბილისის რეისით საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი შემოიტანეს. სამართალდამცველებმა დელია ქსიომარა რ-ს პირადი ჩხრეკისას 1 კილო და 0,75 გრამი თხევადი კოკაინი, ხოლო პრისილა სილვა ლ-ს პირადი ჩხრეკისას 1 კილო და 220,37 გრამი კოკაინის ფხვნილი ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)