|
2020-08-08 13:32:16, 2646 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კანდელაკი: მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერი დაბლოკა
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „საქართველოში 300-მდე ტურისტია ჩამოსული“. „ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ დაბლოკა ტურისტებით სავსე 16 ჩარტერული რეისი ლიტვიდან და ესტონეთიდან. ლიეტუვიდან რეისები უნდა განეხორციელებინა ჩარტერულ აივაკომპანია Get Jet-ს. შეგახსენებთ რომ ლიეტუვაც და ესტონეთიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა უსაფრთხო ქვეყნებად. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ დაიბლოკა სხვა ჩარტერებიც“, - განაცხადა კანდელაკმა. კანდელაკის თქმით, უსაფრთხო ქვეყნებიდან ტურისტული ჩარტერების დაბლოკვა არარაციონალური, არამეცნიერული და მავნებლური გადაწყვეტილებაა. „ეს ადამიანები იმედის თვალით უყურებდნენ ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნას და ელოდნენ ამ ქვეყნებთან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ფრენების აღდგენას მთავრობა კი მათ ეუბნება, რომ შანსიც არ აქვთ“, - აღნიშნა კანდელაკმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)