23:49 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-07 10:32:39, 2187 ნახვა

რეგიონი
ატენის ხეობაში მცხოვრებ მეღვინეებთან ადგილწარმოშობის ღვინოებთან დაკავშირებული თემატური შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ღვინის მწარმოებელთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტი მეღვინეებისთვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ღვინის მწარმოებელთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში, ატენის ხეობაში მცხოვრებ მეღვინეებთან  შეხვედრა გაიმართა თემაზე „ადგილწარმოშობის ღვინოები და ხარისხი“.

შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ყურადღება გაამახვილა ვაზის სერტიფიცირებული ნერგების  ხელმისაწვდომობაზე და იმ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომლითაც სახელმწიფო მეღვინეებს ეხმარება. მეღვინეებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარძეც ესაუბრა, რომელმაც ხაზი გაუსვა შიდა ქართლის რეგიონში არსებულ ადგილწარმოშობის უნიკალური ჯიშების შემდგომ გაფართოებსა და გავრცელების  საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონიში ტურიზმის განვითარებას.

შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის და ღვინის ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლებმა ვენახის გაშენება-მოვლიდან საბოლოო პროდუქტამდე გასავლელი პროცესი მიმოიხილეს. ადგილობრივმა მეღვინეებმა, რომლებიც  „ატენურის“ ღვინის სახეობას აწარმოებენ, სამინისტროს წარმომადგელებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია „ატენურის“ მიკროზონის თავისებურებების, ჯიშების ტექნოლოგიური პოტენციალის, მარნის ჰიგიენისა და მოწყობილობების,  დაავადებების, ეტიკეტირების, შენახვის პირობების,  სერტიფიცირების და ექსპორტის შესახებ.

ღონისძიების დასასრულს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე მოყვანილი ყურძნის ქართლის ჯიშების წარდგენა და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ატენის ხეობაში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 20-ზე მეტი ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics