|
2015-09-08 10:56:23, 752 ნახვა
ეკონომიკა
ქადაგიძე: ლარის კურსის ხელოვნურად გამყარება თითქმის შეუძლებელია
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა. ქადაგიძის შეფასებით, ლარის გაუფასურება ქვეყანაში ექსპორტის და ძირითადი დაფინანსების წყაროების შემცირებამ გამოიწვია. სიტუაციიდან გამოსავალი, მისივე განმარტებით, ქვეყანაში შემოსავლების დაბრუნებაა და არა კურსის ხელოვნურად გამყარება, რაც ყველაზე დიდი რესურსის მქონე ქვეყნებმა - ყაზახეთმა და აზერბაიჯანმაც ვერ შეძლეს. „საქართველო და რეგიონში ყველა სხვა ქვეყანა, ეკონომიკური შოკი განიცადა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ექსპორტი შემცირდა, შემცირდა ძირითადი დაფინანსების წყაროები, შედეგად ჩვენი ვალუტაც გაუფასურდა. საქართველოს ეკონომიკა ძალიან დოლარიზებულია. მოსახლეობის 60%-ს სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს, შემოსავალი კი ლარში. რეალობაში ერთადერთი გრძელვადიანი გადაწყვეტილება იქნება ქვეყანაში შემოსავლების დაბრუნება. ისეთი პატარა, ღია ეკონომიკისთვის როგორიც საქართველოშია, თითქმის შეუძლებელია ხელოვნურად კურსის გამყარება, თუ ამას დაიწყებ, ეს ნიშნავს, რომ ბაზრის საწინააღმდეგოდ თამაშობ. ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლებელია. ეკონომიკის ისტორიაში წარუმატებელი შემთხვევების ათასობით მაგალითი გვაქვს. ისეთი ქვეყნებისთვისაც კი, რომლებსაც მდიდარი რესურსი აქვთ, ყაზახეთი და აზერბაიჯანი, მათაც ვერ შეძლეს თავიანთი კურსის რეზერვებით შენარჩუნება და გამყარება, მათაც მოუწიათ გაუფასურების ატანა“, - აღნიშნა ქადაგიძემ.
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)