|
2020-07-31 14:34:36, 3636 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გაიხსნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია შეემატა. მოლეკულურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია ისარგებლებს, როგორც სესხის თანადაფინანსების კომპონენტით, ამასთანავე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმითაც. კერძოდ, პირველი 3 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს და ასევე, სესხის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური 715 000 ლარს შეადგენს. ლაბორატორია „პრაიმლაბი" 6 თვეში ამოქმედდება, წლიურად 140 000-ზე მეტ ანალიზის ჩატარებას შეძლებს, ყველა განხრით, თუმცა პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე უპირატესობა მიენიჭება კოვიდ 19-ის პისიარ ტესტებს. კომპანია ამოქმედების პირველ ეტაპზე 17 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო სამომავლოდ, საერთაშორისო პროექტებში ჩართვას და დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ლაბორატორიის გახსნის ან გაფართოების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტს შეუძლია პარალელურად ისარგებლოს, როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსების, ამასთანავე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის კომპონენტით.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)