23:00 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 12:50:56, 4368 ნახვა

რეგიონი
დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღის შენობას კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები უტარდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად დაბა კაზრეთში საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები მოინახულა.

სამუშაოების ჩატარება 2019 წელს ბაღის შენობაზე აღმოჩენილი ბზარების შედეგად გახდა აუცილებელი. საბავშვო ბაღის საძირკვლისა და შენობის გამაგრების პროექტი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მომზადდა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 210 000 ლარს შეადგენს. გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობას კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდება. რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი აღსაზრდელების მიღებას ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე შეძლებს.

„დღეს, დაბა კაზრეთში საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები მოვინახულეთ. ამ პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიოდან 210 000 ლარია გამოყოფილი. საბავშვო ბაღში 2019 წელს გათბობის სისტემის რეაბილიტაციაც განვახორციელეთ. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს ყველა წესის დაცვით ხორციელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი 12 ბაღიდან დღეს თანამედროვე სტანდარტებს 11 შეესაბამება. სკოლამდელი განათლება ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ამიტომ საბავშვო ბაღებში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics