06:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 12:21:50, 479 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიძე: ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა მცდარი გადაწყვეტილებაა, თუმცა ამით ჩვენი ყოფა არ მთავრდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა მცდარი გადაწყვეტილებაა.

როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ქვეყანაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია, რომლებიც მოქალაქეების ეკონომიკურ და სოციალურ მდგოამარეობაზე აისახება.

ქადაგიძის განცხადებით, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ახლა ერობლივი მუშაობაა საჭირო.

„ეროვნული ბანკის პოლიტიკის სისწორე აღნიშნულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, ყველა ავტორიტეტული ეკონომისტის მიერ. კითხვა იმასთან დაკავშირებით, სწორი პოლიტიკა გაატარა თუ არა ეროვნულმა ბანკმა, არ არსებობს. რაც შეეხება ზედამხედველობის გამოყოფას, მე ვთვლი და ეროვნული ბანკის პოზიციაა, რომ ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამით არ მთავრდება ჩვენი ყოფა და დღევანდელობა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. დღეს გვაქვს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები, ეს არის ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა და ის, რაც გაუფასურებულმა ლარმა მოიტანა. ახლა ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ აღდგეს სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში, რამაც უნდა გამოიწვიოს ჩვენი მოქალაქეებისთვის შვება, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics