11:18 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 11:55:56, 873 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ბანკებს საკუთარი საკრედიტო ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაცია მოსთხოვონ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, იმ მოქალაქეებმა, რომლებისთვისაც სესხის მომსახურება მნიშვნელოვან პრობლემად იქცა, საკუთარ კომერციულ ბანკებს საკრედიტო ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაცია უნდა მოსთხოვონ.

როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შექმნილ ვითარებაში ბანკებმა მოქალაქეებს რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ, არავითარი დამატებითი საურავები არ უნდა დააკისრონ ან არ დაემუქრონ ე.წ. შავ სიაში მოხვედრით.

გიორგი ქადაგიძის თქმით, აღნიშნულ პროცესს ეროვნული ბანკი გააკონტროლებს.

„არაფერი არ არის გასაკვირი და უცნაური იმაში, რომ მოსახლეობის ნაწილს გაურთულდათ სესხების მომსახურება. ვინაიდან, განსაკუთრებით მათ, ვისაც დოლარში ჰქონდა სესხი, გაეზარდათ სესხის მომსახურების ტვირთი. შესაბამისად, იმ ჩვენმა მოქალაქეებმა, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვან პრობლემად იქცა, უნდა მიაკითხონ საკუთარ კომერციულ ბანკებს და მოსთხოვონ მათ რესტრუქტურიზაციები საკუთარი საკრედიტო ხელშეკრულებების. ბანკებმა უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური მოქნილობა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააკისრონ არც გაზრდილი პროცენტი, არც დამატებითი საურავები რესტრუქტურიზაციების სანაცვლოდ და მითუმეტეს მიუღებელია მუქარა, ე.წ. შავ სიაში მოხვედრის. საბანკო სექტორმა უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა. ამ პროცესს ჩვენ გავაკონტროლებთ და გავუწევთ მონიტორინგს“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტიდან 6 ბავშვია, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics