05:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 09:48:12, 411 ნახვა

პოლიტიკა
შტეფან ფულე: იმედი მაქვს, მიგრაციის კრიზისი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე არ იმოქმედებს

გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი შტეფან ფულე იმედოვნებს, რომ მიგრაციის კრიზისი ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე არ იმოქმედებს.

ამის შესახებ ფულემ ჟურნალისტებს „თბილისი რუმსში“ განუცხადა, სადაც კონფერენცია "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი.უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" მიმდინარეობს.

„საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესს მიგრანტების ამჟამინდელი კრიზისი არ გაართულებს. ვთვლი, რომ პროცესი ჩვენი მხრიდან არ უნდა შეფერხდეს იმის ხარჯზე, რომ ჰუმანიტარული კრიზისის გამკლავებას ვცდილობთ. დიდი იმედი მაქვს, ეს გავლენას არ იქონიებს იმ არაჩვეულებრივ სამუშაოზე, რაც საქართველომ გასწია და საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურებენ“, - განაცახდა შტეფან ფულემ. 

კონფერენციას “ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი” საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც ესწრებიან. მონაწილეთა შორის არიან ასევე ქართველი, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკური ლიდერები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics