|
2020-07-28 13:42:40, 1997 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის რაიონში ქუჩიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
მთაწმინდის რაიონში, ქუჩიშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა 2 450 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. „მთაწმინდის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამჯერად, დავასრულეთ ქუჩიშვილის ქუჩა. ასევე, ვერაზე რეაბილიტირდა ნიკოლაძის ქუჩაც. აღნიშნულ ქუჩებზე ბოლო ათწლეულებია გზა არ შეკეთებულა. საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან იყო დაზიანებული, რაც პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს. დღეიდან მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. აღნიშნული პროექტის ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)