|
2020-07-26 13:19:15, 3066 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტო სახლს დამატებით 71 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 71 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის შეისყიდის. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახები საკუთარი სურვილის შესაბამისად არჩევენ სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ კი, სააგენტო მათთვის საცხოვრებელს შეისყიდის. თანხის ოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. მნიშვნელოვანია, რომ სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებს შემოსავლის დამატებითი წყაროს გაჩენაში ეხმარება. აღნიშნული პროექტი, მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით მუშაობს. სახელმწიფომ სოფლად სახლი, ჯამში, უკვე 4000-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის შეისყიდა. მიმდინარე წლის ბოლომდე კი, სოფლად სახლი, დამატებით, 500-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)