|
2020-07-21 14:06:00, 4384 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - აგვისტოში ჩვენ გავახანგრძლივებთ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვას
„აგვისტოში ჩვენ გავახანგრძლივებთ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვას ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ ეტაპობრივად ვზრდით რეგულარული ფრენების არეალს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ამის მიუხედავად რეგულარულ ფრენებს „ლუფთჰანზა“ და „ეარ ფრანსი“ განახორციელებენ. „დღეს ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება და „ეარ ფრანსი“ აგვისტოს დასაწყისიდან, ზუსტ თარიღს თავად განსაზღვრავს, კვირაში ორ ფრენას განახორციელებს. ანუ მათ ექნებათ უფლება პარიზის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი ფრენა განახორციელონ. მიმდინარეობს მოლაპარაკება „ეარბალტიკთან“, თბილისი-რიგას მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. აგვისტოში ჩვენ გავახანგრძლივებთ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვას ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ ეტაპობრივად ვზრდით რეგულარული ფრენების არეალს. ასევე, გააგრძელებს „აირზენა“ კომერციულ ჩარტერებს, რასაც აქამდეც აკეთებდა. დაახლოებით 16 ფრენა ექნება, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე ჰქონდა ივლისში. ეს იქნება ვენა და ამსტერდამი. სხვა კომერციული ჩარტერებიც ჩვენთან შეთანხმებით და საკარანტინე სივრცეების უზრუნველყოფით პერიოდულად იქნება დაშვებული“, - განაცხადა თურნავამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)