|
2020-07-21 13:40:33, 21362 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში, ბოლო ერთ კვირაში კოვიდ19-ის გამოვლენილი 63 შემთხვევიდან, 7-ის ინფიცირების წყარო უცნობია
საქართველოში, ბოლო ერთ კვირაში კოვიდ19-ის გამოვლენილი 63 შემთხვევიდან, 7-ის ინფიცირების წყარო უცნობია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „63 ახალი შემთხვევაა, 20 გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ქვეყანაში იდენტიფიცირებულია 80 სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, მაგრამ 28 მაისიდან სერიოზული ბარიერი გაკეთდა და ისინი დროულად იქნენ იდენტიფიცირებული, გადაყვანილი კარანტინში. 15 არის საკარანტინო ზონებიდან, 18 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და 7 შემთხვევის წყარო ამ ეტაპამდე დაუდგენელია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მანვე აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე არ მიიღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, თუმცა იქ გამკაცრდება ზომები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)