|
2020-07-18 15:24:19, 6033 ნახვა
მსოფლიო
ხაბაროვსკში, დაპატიმრებული გუბერნატორის მხარდასაჭერად, ათი ათასამდე ადამიანმა აქცია გამართა
ხაბაროვსკის ოლქში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც დაპატიმრებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. აქცია დღის 12 საათზე დაიწყო. მონაწილეები ცენტრალური ქუჩებით დედაქალაქის მერიასთან გაემართნენ, სადაც მერთან შეხვედრა ითხოვეს. თუმცა, მერმა განაცხადა, რომ აქტივისტებს პროტესტის მოწყობაში ფულს უხდიან. ამის შემდეგ, დემონსტრანტები კვლავ ცენტრალური ქუჩებისკენ დაიძრნენ. აქცოაზე ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა. მონაწილეებს ავტომობილის მძღოლები, სიგნალებით ამხნევებდნენ. გავრცელებული ცნობებით, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „თავისუფლება ფურგალს!“ და აცხადებდნენ, რომ „არ მიიღებენ“ რეგიონის სხვა ხელმძღვანელს. ცნობისთვის, ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორი და ფსევდოოპოზიციური „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი, სერგეი ფურგალი, სამართალდამცველებმა 9 ივლისს დააპატიმრეს და მოსკოვში, საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს დასაკითხად.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)