21:37 - 17 Aug, 2026
|
2020-07-18 13:37:25, 5469 ნახვა
რეგიონი
მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგადაც ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სასრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)