|
2020-07-18 11:42:21, 19169 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, სამი იმპორტირებულია, ხოლო ორის წყარო უცნობია. მისი თქმით, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა მაჩვენებელი 87.9%-ს შეადგენს. „დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში 146 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ჩვენს კლინიკაში გვყავდა 19 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა ერთი, დაგვემატა ერთი პაციენტი და ისევ გვყავს 19 დადასტურებული შემთხვევა. ახალი პაციენტი გუშინ გვიან მოთავსდა ჩვენთან. მასთან საშუალო სიმძიმის მდგომარეობა გახლავთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც უცვლელია. არავისთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება ანუ დამძიმება და ყველა პაციენტის მდგომარეობა ფასდება საშუალო და მასზე მსუბუქად“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)