|
2020-07-17 11:37:45, 18678 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, სამი კი საკარანტინე სივრციდანაა. მისივე თქმით, ოთხივე შემთხვევა იმპორტირებულია. „დაემატა ოთხი ახალი შემთხვევა და სულ გახლავთ 1010 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული არის მხოლოდ ორი და ეს ციფრი მთლიანობაში 885-ს შეადგენს. კოვიდცენტრებში მკურნალობს 148 პაციენტი. ამ ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა გახლავთ შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო დანარჩენი გახლავთ საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევები. ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი სამხედრო მოსამსახურეებიდან კიდევ 10 პირი ჩამოიყვანეს საქართველოში, მათ იქ დაუდასტურდათ „კოვიდ-19“ და ამ ეტაპზე, მოთავსებული არიან გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა თითქმის დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)