21:37 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 17:03:42, 4026 ნახვა

რეგიონი
ვიდეო შეხვედრა ტშებნიცას რეგიონის მმართველთან

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, ტშებნიცის რეგიონის მმართველთან, ქალბატონ მალგორჟეტა მატუსიაკთან, ტშებნიცას პოვიატას საკრებულოს თავმჯდომარე რობერტ ადახისთან, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროს კაროლ პშივარასთან და პროტოკოლის განყოფილების უფროს ალექსანდრა მიროვსკასთან ვიდეო შეხვედრა გამართა.

ასევე, ჩართვაში მონაწილეობდნენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა მათ რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა COVID 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღებულ გამოცდილებაზე.

შეხვედრაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ კონკრეტულ საკითხებზეც ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ ქვემო სილეზიასთან თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე წელს ტშებნიცას რეგიონის მმართველმა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, ხელი მოაწერეს დამეგობრების განზრახულებას, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებას და სხვადასხვა სფეროში აქტიურ თანამშრომლობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics