|
2020-07-15 12:01:22, 1565 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ფარგლებში, ფოთის პორტში, 3 030 ტონა ხორბლით დატვირთული გემი შემოვიდა
გლობალური კრიზისისა და COVID-19 პანდემიის პირობებში, საქართველო, როგორც ამიერკავკასიის ძირითადი სატრანზიტო რეგიონი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით შეუფერხებლად ახორციელებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე გემს ნავსადგურში დახვდა და საბაჟო კონტროლის პროცედურებს ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ ნავსადგურში შემოსვლისას შემოსავლების სამსახურის ექიმ ეპიდემიოლოგს თავდაპირველად წარედგინება დოკუმენტაცია გემის სანიტარიული მდგომარეობის შესახებ და მხოლოდ წარმატებით დასრულებული კონტროლის შემდეგ, ხდება ხორბლის შესაბამისი ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლი, რაც ნიმუშის ადგილზე აღებას და მასალის სპეციალურ ლაბორატორიაში დათვალიერებას გულისხმობს. მარცვლეულის ხარისხის კონტროლის დასრულების შემდგომ, თუ ის აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მოხდება ხორბლის გემიდან გადმოტვირთვა, სატვირთო სატრანასპორტო საშუალებებში განაწილება, აწონვა და იმპორტიორის საწყობში განთავსება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის გამკაცრებულია კონტროლის პროცედურები. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები და მათ შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ უტარდებათ მიზნობრივი ტესტირება, როგორც ანტიგენზე, ასევე ანტისხეულებზე.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)