22:19 - 13 Aug, 2026
|
2020-07-13 11:32:52, 15961 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი მკურნალობს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი მკურნალობს. მისი თქმით, სამივე შემთხვევა ქვეყანაში შემოტანილია. „ჩვენს ცენტრში გუშინ გამოჯანმრთელებული არ გვყოლია. დაგვემატა სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამ ეტაპზე 25 პირი მკურნალობს ჩვენთან. სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია. ორი საქართველოს მოქალაქეა სომხეთიდან დაბრუნებული და ერთი, ასევე საქართველოს მოქალაქე, დაბრუნებულია რუსეთიდან. არც ერთ პაციენტთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება“, - აცხადებს ეზუგბაია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)