|
2020-07-10 16:00:53, 3229 ნახვა
საზოგადოება
ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად იმყოფებოდა ოთახში, სრულად იზოლირებულები იქნება სხვა აბიტურიენტებისგან
მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოების ყველა ზომა მაქსიმალურად არის დაცული, აბიტურიენტების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში განთავსდება კარანტინში. მათ ყოველდღიურად ზედამხედველობას გაუწევს ჯანდაცვის სამინისტრო. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს აღნიშნული აბიტურიენტების უფლებას, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების დაცვით დაუბრკოლებლად ჩააბარონ. მნიშვნელოვანია, რომ ისინი სრულად იზოლირებულები იქნებიან სხვა აბიტურიენტებისგან და ყოველი გამოცდის წინ ჩაუტარდებათ ტესტირება. „შემდეგი გამოცდების პერიოდში უზრუნველვყოფთ იმ აბიტურიენტების ცალკე იზოლირებულ სივრცეში განთავსებას, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ საგამოცდო ოთახში. ჩვენ მზად გვაქვს სპეციალური სივრცეები, სადაც მერხები შემოსაზღვრულია სამმხრივი ბარიერით. ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ იქნება მოწოდებული, ზედმიწევნით შესრულდება და გამოცდების მიმდინარეობისას აბიტურიენტებისა და მეთვალყურეების ჯანმრთელობას პრობლემა არ შეექმნება. მადლობა ყველას იმ მაღალი თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც ორმხრივად გაზიარებულია როგორც აბიტურიენტების, ასევე ორგანიზატორების მხრიდან“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ნუნუ მიცკევიჩმა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებენ ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტთა ჯანმრთელი, მშვიდი და აკადემიური გარემოს შექმნაზე ზრუნვას.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)