12:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 11:32:52, 3261 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო რანგის ქართველი ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ ქვევრის ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეოთხედ გაიმართა. კონკურსის მიზანი საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობაა.

კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ენოლოგი, საქართველოს დამსახურებული მეღვინე გიორგი დაქიშვილი იყო.

გამარჯვებული ღვინოები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინ-დეგუსტაციებზე გაიგზავნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობის დარგში პანდეემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე.

კონკურსი „ასოციაცია ქართული ღვინოს" ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

„წელს კონკურსზე 460 ღვინის ნიმუში იყო წარმოდგენილი, რაც 3-ჯერ აღემატება პირველ კონკურსზე წარდგენილ ღვინოების რაოდენობას. ეს მეღვინეების მხრიდან კონკურსისადმი დიდ ინტერესზე მიუთითებს. ჟიურის შემადგენლობაში საერთაშორისო რანგის ქართველი ღვინის ექსპერტები შედიოდნენ. ისინი თანხმდებიან, რომ ქვევრის ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება. მისასალმებელია, რომ კონკურსზე ქვევრის ღვინო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან იყო წარმოდგენილი", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, კონკურსის ჟიურის წევრმა, ლევან მეხუზლამ.

გამარჯვებული ღვინოები ივლისის ბოლომდე დასახელდება.

„კონკურსისადმი ინტერესი ძალიან დიდია, განსაკუთრებით პატარა მარნების მხრიდან. ბევრმა მათგანმა კონკურსზე თავისი პირველი პროდუქტი წარმოადგინა. ეს მათთვის ძალიან კარგი სტიმულია შემდგომი განვითარებისთვის. კონკურსი გვაძლევს შესაძებლობას, შევაფასოთ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ქვევრში წარმოებული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით", - აღნიშნა ასოციაცია „ქართული ღვინოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, თინა კეზელმა.

ქვევრის ღვინის კონკურსი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა. სწორედ წინანდლის პარკში მდებარეობს 1835 წელს აშენებული საქართველოში ერთ-ერთი პირველი მარანი, სადაც ბოთლში პირველად ჩამოისხა ქართული ღვინო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics