12:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-07 19:53:04, 4192 ნახვა

ეკონომიკა
რომან კაკულია -  ჩვენ რომ საზღვრები გაგვეხსნა, ოპოზიცია იტყოდა, რომ რა დროს ეკონომიკა იყოო,თუმცა ახლა ეს პირიქითაა

„ჩვენ რომ საზღვრები გაგვეხსნა, ოპოზიცია იტყოდა, რომ რა დროს ეკონომიკა იყოო,თუმცა ახლა ეს პირიქითაა“ , -  ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზღვრების გახსნა შიდა ტურისტულ მოცემულობას დააზიანებდა, რომელიც ამ დროისთვის კარგ მდგომარეობაშია.

“პანდემიის დაწყების  შემდეგ, ბევრი ეკონომისტი მსოფლიოში ამბობდა, რომ ეკონომიკური რეცესია ეს არის არა მხოლოდ შედეგი, არამედ ამ პანდემიის მკურნალობის საშუალება. ეს მძიმე დასკვნა  იყო, მაგრამ  ეს არის ის დიაგნოზი, რომელიც დაისვა და ეს იყო სწორი.  სამწუხაროდ, სხვანაირად ამის მკურნალობა რომ არ შეიძლებოდა ეს დადგინდა. მე ვეთანხმები, ბატონ ვანო მაჭავარიანს - ჩვენ რომ გაგვეხსნა  საზღვარი და ვირუსის გავრცელების 10 შემთხვევა დაფიქსირებულიყო, ოპოზიცია იტყოდა, რომ რა დროს ეკონომიკა იყო, როდესაც ადამიანების ჯანმრთელობაზეა საუბარიო და ახლა ეს თემა არის პირიქით.

არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელსაც არ ექნება უარყოფით მხარე. უბრალოდ, სასწორზეა საუბარია, შენ როგორ მიგაჩნია, რომელ მხარეს უფრო მეტი ტვირთია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უფრო მეტი  ტვირთი არის იმ მხარეს, თუ ჩვენ ეკონომიკას გავხსნიდით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვხედავთ შედეგებს, როდესაც ადამიანი უმუშევარი დარჩა, ვიღაცას შეიძლება წასვლა უნდოდა სხვა ქვეყანაში და სხვა. ეს ყველაფერი   გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ტვირთი ეკონომიკაზე გაცილებით მაღალი ხარისხის იქნებოდა თუ შემოვიდოდა დესტაბილიზაცია, რომელიც შემოაქვს უკვე ვირუსის გავრცელების  ფაქტორს და იმ გარკვეულ პანიკას, რომელიც ამას თან ახლავს ხოლმე.

ახლა ჩვენ შიდა ტურიზმისთვის მეტ-ნაკლებად კარგი მოცემულობა გვაქვს, სწორედ იმიტომ, რომ დაკეტილია ქვეყანა. ქვეყნის გახსნის შემთხვევაში,  ეს მოცემულობა დაზიანდებოდა", - განაცხადა რომან კაკულიამ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics