08:38 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-06 22:29:33, 2313 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი - ჩვენ თუ გვინდა ეკონომიკას გავუფრთხილდეთ, უნდა ვმართოთ ეპიდემია

"ჩვენ თუ გვინდა ეკონომიკას გავუფრთხილდეთ, უნდა ვმართოთ ეპიდემია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში" სტუმრობისას.

 

მისი თქმით, ეკონომიკის აღდგენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არსებული სიტუაციის შენარჩუნებას, როდესაც საქართველო, პრაქტიკულად, Covid19-ისგან თავისუფალ ქვეყნად მიიჩნევა.

 

„ხშირად ამბობენ ეკონომიკა თუ Covid19-ის გავრცელება?! დამერწმუნეთ, ეკონომიკისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ეპიდემიის მართვა  და მისი ფართოდ გავრცელების შეზღუდავა. მიშვებული ეპიდემიის პირობებში არც ეკონომიკა გაქვს და გავრცელებაც მასშტაბურია. თუ ავიღებთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითს ვნახავთ, რომ ზოგიერთმა, ვირუსის მიმართ ძალიან ღია და ლიბერალური მიდგომა გამოიჩინა, იმისათვის რომ ეკონომიკა არ დაეზარალებინა. ზოგიერთმა ქვეყანამ კი, ერთთვიანი ან  6-კვირიანი მკვეთრი კარანტინი დააწესა. იქ, სადაც ეკონომიკური აქტივობა არ შეიზღუდა 4-5 თვის ჯამური ეფექტი მიიღეს შემდეგი: ქვეყანაში არის 10-ჯერ მეტი დაღუპული, ეკონომიკა კიდევ უფრო შენელებული, ვიდრე იმ ქვეყანაში, რომელმაც 4-6 კვირის ფასი გადაიხადეს, სრულად დაკეტა ქვეყანა, მაგრამ დღეს, გაცილებით უფრო ოპტიმისტია იქაური მომხმარებელი და გაცილებით უფრო ოპტიმისტურად გამოიყურება ქვეყნის ეკონომიკაც. დამერწმუნეთ, ეს არის ყველაზე სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება, ჯობია, რომ ვიყოთ უფრო მკვეთრები,  მაგრამ უფრო მკაფიოები და დამაჯერებლები.  როცა საჭირო იყო მაქსიმალურად ჩავკეტეთ და როცა ვნახეთ რომ რისკი არ არის, გავხსენით მაქსიმალურად. ახლა ვხედავთ, რომ გარედან ვირუსის შემოსვლის რისკი მაღალია და მისი ეკონომიკური ფასი ძალიან მცირეა," - განაცხადა  ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics