|
2020-07-06 19:00:45, 2127 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - უნგრეთის „ექსიმბანკში“ საკრედიტო ხაზია გამოყოფილი უნგრული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში თავისი თანხების დაბანდებას გადაწყვეტენ
„უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის ვიზიტი პრაქტიკულად პირველი მაღალი რანგის ვიზიტია საქართველოში საგანგებო ვითარების დასრულების შემდეგ. ეს სიმბოლურია, რადგან უნგრეთი ჩვენი მოკავშირე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც გვაქვს ბევრი საერთო პროგრამა და პროექტი და მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ორივე ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები. ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ინვესტიციების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ორივე მინისტრმა ერთნაირი ხედვა დააფიქსირა. „უნგრეთის მინისტრმა ბრძანა, რომ ჩვენს მსგავსად, უნგრელი ინვესტორებიც ხედავენ საგარეო ბაზარზე ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც გაჩნდა პოსტპანდემიურ პერიოდში. კომპანიებს სურთ დივერსიფიკაცია. მათ შორის არიან უნგრელი ინვესტორებიც. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთის სახელმწიფო განვითარების ბანკში „ექსიმბანკში" სპეციალური საკრედიტო ხაზია გამოყოფილი იმ უნგრული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში თავისი თანხების დაბანდებას გადაწყვეტენ და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)