|
2020-07-06 18:15:43, 1342 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილმა აგრარულ საკითხთა კომიტეტზე ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა წარადგინა. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უძღვებოდა. „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო პროექტების განვითარების სააგენტოს, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და ექსტენციის სამსახურების ბაზაზე შეიქმნა და, შესაბამისად, ძირითად მიმართულებებს აერთიანებს. უკვე დაიწყო სააგენტოს სერტიფიცირების პროცესი ევროპულ სტრუქტურებში, რაც საშუალებას მოგვცემს გვქონდეს წვდომა დარგის მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ მხარდამჭერ პროექტებზე და საგრანტო კონკურსებშიც ჩავერთოთ“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ სამინისტრომ შეძლო სოფლის მეურნეობისთვის ბევრი მიმართულებით შეექმნა დამატებითი საშეღავათო გარემო. სხდომაზე საუბარი შეეხო კოოპერატივების გამსხვილების, სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტის ზრდის, სასათბურე მეურნეობების განვითარების, კომპლექსური პროექტების განხორციელების, მექანიზაციით უზრუნველყოფის საკითხებს. „რეალობა ისაა, რომ კიდევ უფრო მეტად გვინდა სოფლის მეურნეობის დაფინანსება. თუმცა, თავისთავად ცხადია, ნამდვილად ძალიან დიდი შრომაა გაწეული. ვეცდებით, კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ საკომიტეტო მოსმენები, ვინაიდან დიდია ინტერესი და ეს დღევანდელმა სხდომამაც ცხადყო“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ სხდომის დასასრულს. მან წარმატებები უსურვა სამინისტროს წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ კომიტეტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად დაუჭერს მხარს სამინისტროს ყველა ახალი პროექტის განხორციელებაში.
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)